“1C: საწარმოს“ პლატფორმის პროგრამულ ლიცენზიებს IBS-ი აქტიურად გთავაზობთ
ფირმა 1C-ის სალიცენზიო პოლიტიკის თანახმად, „1C: საწარმოს“ პლატფორმის ლიცენზიები 8.2.11 ვერსიიდან ხელმისაწვდომია ელექტრონული სახით. კომპანია IBS-ი აქტიურად იწყებს პროგრამული ლიცენზიების შეთავაზებას ახალი და არსებული დამკვეთებისთვის. 

პროგრამული ლიცენზია წარმოდგენილია დალუქული კონვერტით, რომელშიც დაცულია პროგრამული პროდუქტის დასახელება, სარეგისტრაციო ნომერი და პინ კოდი (ძირითადი და სარეზერვო). ვინაიდან კონვერტში არსებული მონაცემები გამოიყენება როგორც ლიცენზიის მისაღებად, ასევე მისი აღდგენის მიზნით კომპიუტერის ან სერვერის პარამეტრების ცვლილების დროს, მნიშვნელოვანია მათი შენახვა დამკვეთის მიერ.

კომპანია IBS-ის პროგრამული პროდუქტი წარმოადგენს კომპლექტს, რომელიც აერთიანებს „1C: საწარმოს“ ტექნოლოგიური პლატფორმის ლიცენზიასა და კონფიგურაციის დაცვის გასაღებს. დამკვეთი, რომელიც შეიძენს IBS-ის პროგრამულ პროდუქტს, მიიღებს პლატფორმის პროგრამულ და კონფიგურაციის აპარატულ დაცვის გასაღებს, რომელიც მომავალში ასევე ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ფორმით.

დეტალურ ინფორმაციას ლიცენზირების წესებისა და პინ კოდების გამოყენების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში „1C: საწარმოს“ პლატფორმის პროგრამული ლიცენზირების სისტემა
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188