კომპანია IBS-ი სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის ახალ მობილურ პროგრამას გთავაზობთ

სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვისთვის IBS-ი ახალ პროგრამას გთავაზობთ. Android-ის პლატფორმაზე შემუშავებული მობილური აპლიკაცია „პოინტერი“ კომპანიის ორიგინალი პროდუქტია, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის სასაწყობე ოპერაციის, მათ შორის ინვენტარიზაციისთვის.

„პოინტერი“ ადვილად გამოსაყენებელი პროგრამაა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სასაწყობე ოპერაციებში დაშვებული შეცდომების ალბათობას. იგი ზრდის ინვენტარიზაციის ჩატარების ეფექტურობას სავაჭრო ობიექტებში, რადგან არ მოითხოვს სავაჭრო პროცესის შეწყვეტას. პროგრამა გამოირჩევა მაღალი წარმადობით, მონაცემების შეგროვება/დამუშავების მაქსიმალური სიზუსტითა და ოპერატიულობით.

პროგრამის ექსპლუატაციაში გაშვება მარტივია და მასთან მუშაობის დაწყება არ საჭიროებს სპეციალიზებული სასწავლო კურსის გავლას.

„პოინტერს“ აქვს Android მოწყობილობების მხარდაჭერა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სასურველი მოდელი ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში.

„პოინტერი“ უკვე გაყიდვაშია. იგი ინტეგრირებულია IBS-ის პროგრამულ პროდუქტებთან და ღიაა ნებისმიერ სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციისთვის.

პოინტერი_გაიგეთ მეტი პროდუქტის შესახებ
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188