კომპანია IBS-მა GITI 2015-ზე 2 ნომინაციაში გაიმარჯვა

„წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილება“ ის ნომინაციებია, რომელშიც GITI 2015-ზე კომპანია IBS-მა გაიმარჯვა. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მერვე რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში გამართულ კონკურსზე კომპანიამ საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ERP გადაწყვეტილება IBS for Retail წარადგინა.

„ჩვენ ვამაყობთ GITI 2015-ზე მიღებული ჯილდოებით და მიგვაჩნია, რომ ეს არის არამხოლოდ კონკრეტული პროდუქტის, არამედ მთელი ჩვენი გუნდის გამარჯვება. ჩვენ მიერ კონკურსზე წარდგენილი IBS for Retail არის ახალი პროდუქტი შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. მიღებული ჯილდოებით დასტურდება პროდუქტის ფართო შესაძლებლობები, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მაღალი ხარისხი“, აცხადებს კომპანია IBS-ის დირექტორი ლევან მკლავიშვილი.

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალური კონფერენცია GITI საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 2008 წლიდან ტარდება. წელს GITI 19-20 ნოემბერს გაიმართა, ღონისძიებამ, რომელმაც უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა, კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა. ღონისძიება ტრადიციულად წლის საუკეთესო IT პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა, სადაც როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტი იყო წარდგენილი.

 1.png 
4.png8.jpg
5.png9.png
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188