ბიდიოს ლიდერთა გუნდს ახალი პარტნიორი შეუერთდა
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბიდიოს ლიდერთა გუნდს ახალი პარტნიორი შეემატა.
2016 წლის 1 მარტიდან ზვიად ორაგველიძე „ბიდიო სოლუშენსის“ პროდუქტების განვითარების განყოფილებას პარტნიორის სტატუსით ხელმძღვანელობს.

ახალი პარტნიორის შემომატებით, ბიდიო საქართველოს უკვე 12 პარტნიორი ჰყავს.



ზვიადი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

იგი 2005 წლიდან არის „ბიდიო სოლუშენსის“ (ყოფილი IBS-ის) თანამშრომელი.
სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა პროგრამისტების ჯგუფს, კლიენტების მომსახურების დივიზიონსა და ტექნიკურ განყოფილებას, ასევე იკავებდა დირექტორის მოადგილის თანამდებობას ტექნიკურ საკითხებში.

ზვიადი არის სერტიფიცირებული „1C: სპეციალისტი“.

ბიდიო საქართველოსთვის ზვიადის პარტნიორობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ამას წინ უსწრებდა ბიდიოსა და IBS-ის დიდი გაერთიანება თებერვლის დასაწყისში. „ბიდიო სოლუშენსი“ საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, 1C-ის ბრენდის პირველი და უმსხვილესი პარტნიორი საქართველოში, რომელიც ფლობს 1C-ის პლატფორმის ლოკალიზების ექსკლუზიურ უფლებას ქართული ბაზრისთვის.

ბიდიოს გადაწყვეტილება ახალი სერვისების შეთავაზების გზით ბიზნესის ზრდის თაობაზე სრულად შეესაბამება ბიდიოს ქსელის მზარდ შესაძლებლობებს, რომ უზრუნველყოს ხარისხიანი ტექნოლოგიური სერვისების გაწევა კლიენტებისთვის ბიდიოს ძირითად სერვისებთან ერთად.

დარწმუნებული ვართ, რომ ზვიადის შემომატებით ბიდიოს ლიდერთა გუნდში, „ბიდიო სოლუშენსი“ განუხრელად განაგრძობს წარმატებულ გზას და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ბიდიოს სხვა სერვისების გვერდით.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188