„ბიდიო სოლუშენსმა“ 1C:ERP 2-ის სემინარის სტუმრებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

ფირმა 1С-ის მიწვევით კომპანია „ბიდიო სოლუშენსმა“ სემინარ-ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 16-19 მარტს მოსკოვში გაიმართა და 1С-ის ფლაგმან პროგრამულ პროდუქტს 1С:ERP 2-ს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ 1С-ის წამყვანი პარტნიორები, რომელებიც წარმატებით ახორციელებენ ERP პროდუქტის დანერგვას, ასევე იმ მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც უკვე სარგებლობენ 1С:ERP 2-ით ან გეგმავენ დანერგონ იგი უახლოეს მომავალში.

„ბიდიო სოლუშენსმა“ სემინარზე 1С:ERP 2-ის ბაზაზე საცალო ვაჭრობის ავტომატიზაციისთვის შემუშავებული გადაწყვეტილება წარადგინა. კომპანიის ERP პროდუქტის განვითარების მენეჯერმა თამარ ბოჭორიშვილმა და წამყვანმა არქიტექტორმა გიორგი შარაძემ 1С:ERP 2-ში IFRS-ის მიხედვით აღრიცხვის თემაზე პრეზენტაცია ჩაატარეს და სტუმრებს 6 ქვეყნის 39 ქალაქიდან ის უნიკალური გამოცდილება გაუზიარეს, რაც კომპანიამ გადაწყვეტილების შემუშავების დროს მიიღო.

„ბიდიო სოლუშენსის“ ERP გადაწყვეტილება წარმატებით არის დანერგილი მსხვილ საცალო ქსელებში, როგორებიც არიან „ფუდმარტი“, „სან სთორზი“, „მეტრომარტი“ და სხვა. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. პროდუქტმა უკვე მოიპოვა სათანადო აღიარება, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალურ კონფერენცია-კონკურსზე GITI 2015 „ბიდიო სოლუშენსის“ ERP გადაწყვეტილება 2 ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

Фото 3.jpg
small.jpg
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188