„ბიდიო აკადემიამ“ ACCA-ს FUTURE ALP სერტიფიკატი მიიღო
500.png

„ბიდიო აკადემიამ“ გლობალური პროფესიული ასოციაციის ACCA-ის (The Association of Chartered Certified Accountants) სერტიფიკატი FUTURE  ALP (Future Approved Learning Partner) მიიღო, რაც ადასტურებს აკადემიის სწავლების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს ოქროს აკრედიტებული სასწავლო ცენტრის სტატუსის მიღების წინაპირობას. FUTURE ALP-ის სერტიფიკატი ბიდიოს ACCA-ს წარმომადგენელმა ელენა ნაუმენკომ გადასცა. 

„მოხარული ვართ, რომ აკადემიამ, რომელიც ფაქტიურად სულ ახლახანს გამოჩნდა პროფესიული სწავლების ბაზარზე, მოიპოვა ACCA-ს საერთაშორისო ასოციაციის ნდობა. ჩვენი პარტნიორობის გაღრმავება შექმნის ახალ შესაძლებლობებს, რაც დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება კურსით დაინტერესებული ყველა მსმენელისთვის“, აცხადებს ბიდიო საქართველოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

„ბიდიო აკადემია“ ერთადერთი სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომელიც ACCA-ს ვებ-გვერდზე აკრედიტებული სასწავლო ცენტრების სიაში FUTURE ALP-ის სტატუსით არის წარმოდგენილი.

გლობალური პროფესიული ასოციაცია ACCA მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში 178 000 წევრსა და 455 000 სტუდენტს აერთიანებს. ასოციაციის მიერ გაცემული პრესტიჟული სერტიფიკატები ადასტურებს მფლობელის მაღალ კვალიფიკაციას ფინანსებისა და მენეჯმენტის სფეროში.

ბიდიო საქართველოს ჯგუფისა და ბიდიო ინთერნეშენალის წევრი კომპანია „ბიდიო აკადემია“ 2015 წლის დეკემბერში დაარსდა, იგი კორპორატიულ და ინდივიდუალურ მსმენელებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც აკადემია მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახორციელებს, ACCA-ს გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამებია. სწავლების თანამედროვე მოდელი მსმენელებს უადვილებს გამოცდის ჩაბარებას, ხოლო ACCA-ს საერთაშორისო ცენტრის რეკომენდაციებით შერჩეული ტრენერების სწავლების მეთოდიკა სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ბიდიო საქართველო ბაზარზე 16 წელია წარმატებულად მოღვაწეობს და მე-4 პოზიცია უკავია წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების რეიტინგში. იგი კლიენტებს სთავაზობს გამორჩეულ მომსახურებას აუდიტორული, საგადასახადო, ბიზნეს საკონსულტაციო, აუთსორსინგის, იურიდიული, საგანმანათლებლო და ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების მიმართულებით.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188