BDO აკადემია ACCA-ს კომპიუტერიზებული საგამოცდო ცენტრის CBE-ის სტატუსის მფლობელია
350.jpg

BDO აკადემია გლობალური პროფესიული ასოციაციის ACCA-ის კომპიუტერიზებული საგამოცდო ცენტრის სტატუსის მფლობელი გახდა.

კომპიუტერიზებული საგამოცდო ცენტრი - CBE (Computer based exam centre) ACCA-ს სტუდენტებს გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩაბარების საშუალებას აძლევს.

CBE-ს სტატუსი სასწავლო ცენტრს უპირატესობას ანიჭებს არამხოლოდ მოამზადოს მსმენელები ACCA-ს სხვადასხვა საფეხურის გამოცდისთვის, არამედ მისცეს მათ საშუალება BDO აკადემიის სასწავლო ცენტრში ჩააბარონ გამოცდები F1-დან F4 პროგრამის ჩათვლით.

CBE-ის უპირატესობას სისტემის მოქნილობა წარმოადგენს. მისი მეშვეობით გამოცდის ჩაბარება წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ამასთან მსმენელი არ იზღუდება გამოცდის გადაბარების დროს. კანდიდატს შეუძლია შედეგები გამოცდის დასრულებისთანავე იხილოს, 72 საათის შემდეგ კი მონაცემები myACCA-ს გვერდზე იტვირთება.

BDO აკადემიაში ACCA-ს გამოცდების კვირეული მიმდინარეობს და ონლაინ გამოცდებზე რეგისტრაცია ნებისმიერი მსურველისთვის უკვე ხელმისაწვდომია BDO-ს საიტზე

BDO აკადემია, BDO International-ის წევრი ფირმა, 2015 წლის დეკემბერში დაარსდა, იგი კორპორატიულ და ინდივიდუალურ მსმენელებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც აკადემია მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახორციელებს, ACCA-ს გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამებია. BDO აკადემია ACCA-ს FUTURE ALP-ის სერტიფიკატის მფლობელია, რაც ადასტურებს სწავლების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

BDO საქართველო ბაზარზე 16 წელია წარმატებულად მოღვაწეობს და მე-4 პოზიცია უკავია წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების რეიტინგში. იგი კლიენტებს სთავაზობს გამორჩეულ მომსახურებას აუდიტორული, საგადასახადო, ბიზნეს საკონსულტაციო, აუთსორსინგის, იურიდიული, საგანმანათლებლო და ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების მიმართულებით.

BDO International-ი წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, სადაც 64,000-ზე მეტი პროფესიონალი კადრი 154 ქვეყნის 1,408 ოფისში კლიენტებს სთავაზობს გამორჩეულ მომსახურებას. 2015 წელს ბიდიოს საერთო შემოსავალმა $ 7.30 მილიარდს მიაღწია.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188