“BDO სოლუშენსმა“ პროფესიონალ ბუღალტრებს ბალანსი წარუდგინა

23 ივნისს „BDO აკადემიაში“ ბალანსის პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიების მიზანს ახალი თაობის საბუღალტრო პროგრამის შესაძლებლობების დემონსტრირება და პროდუქტის შემდგომი განვითარების იდეების განხილვა წარმოადგენდა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კერძო კომპანიების ბუღალტრები, სასწავლო ცენტრების წარმომადგენლები, საბუღალტრო მომსახურების პროვაიდერი კომპანიები და დამოუკიდებელი ბუღალტრები.

„ვფიქრობ, ბალანსი საინტერესო და განსხვავებული პროგრამაა. ბევრ ტექნიკურ საკითხზე, რაც სხვა პროგრამებში მექანიკურად უნდა აკეთო, ბალანსში არ გიწევს დროის ხარჯვა, რაც ბუღალტრებისთვის კარგი შეღავათია“, აცხადებს სინერჯი ჯგუფის ბუღალტერი თეა მაისურაძე.

ბალანსის ირგვლივ შეხვედრები პერიოდულ სახეს მიიღებს, რაც თემით დაინტერესებული ბუღალტრებისთვის ახალი შესაძლებლობების გაცნობის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიულ თემებზე დისკუსიის კარგი საშუალება იქნება.

 ბალანსის პრეზენტაცია
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188