BDO სოლუშენსი SAP-ის პარტნიორია
გარე ფოტო.jpg


BDO სოლუშენსი, ყოფილი ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები - IBS, ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანია SAP CIS-ის პარტნიორი გახდა.

პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმება ბიდიოს ოფისში განხორციელდა. სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა SAP-ის პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი მიხაილ კუცენკო, რომელიც BDO-ს ოფისს SAP-ის რეგიონალურ წარმომადგენელთან ლევან ახვლედიანთან ერთად სტუმრობდა.

„SAP-თან პარტნიორობა ეს არის ახალი ეტაპი BDO სოლუშენსისთვის, რომელსაც აქვს უნიკალური გამოცდილება და ექსპერტიზა ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. ადგილობრივი პარტნიორის სტატუსი კომპანიას უფლებამოსილებას ანიჭებს ქართულ ბიზნესს შესთავაზოს SAP-ის მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები საქართველოს ბაზრისთვის და ამასთან, გაუწიოს დანერგვისა და მხარდაჭერის მომსახურება. ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და მზად ვართ განვახორციელოთ ავტომატიზაციის მასშტაბური პროექტები, რომელთა მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ვფიქრობთ, პარტნიორობა იქნება ორმხრივად სასარგებლო და ხელს შეუწყობს SAP-ის მსოფლიო კლასის გადაწყვეტილებების პოპულარიზაციას საქართველოში. BDO სოლუშენსი ქართულ ბიზნესს SAP-ის სხვადასხვა პროდუქტსა და დარგობრივ გადაწყვეტილებას შესთავაზებს, მათ შორის აღსანიშნავია ERP კლასის გლობალური პროდუქტი SAP Business One. იგი სრულიად მიესადაგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, არის ხელმისაწვდომი და ამასთან, ფართო, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მზარდ და ამბიციურ ბიზნესს“, აცხადებს BDO სოლუშენსის მმართველი პარტნიორი ლევან მკლავიშვილი.

„SAP-თან თანამშრომლობის იდეა გასული წლის დასაწყისში გაჩნდა, ბიდიოს გლობალური ქსელის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე ეტპობრივად მზადდებოდა ნიადაგი პარტნიორობისთვის. მას შემდეგ რაც IBS-ი BDO-ს ჯგუფის წევრი გახდა როგორც BDO სოლუშენსი, საკითხმა უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში BDO-ს SAP-თან თანამშრომლობის ნაყოფიერი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. უკვე მრავალი წელია წარმატებით მიმდინარეობს ავტომატიზაციის პროექტების განხორციელება SAP-ის ბაზაზე BDO ისრაელში, რუსეთსა და ბელორუსში. ამ გამოცდილების გაზიარება აქტიურად მიმდინარეობს ქსელის წევრ სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ჩვენთან, BDO საქართველოსთან და უკრაინასთან, რომელიც ჩვენს მსგავსად ახლახანს შეუერთდა SAP-ის პარტნიორთა რიგებს“, აცხადებს BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

BDO სოლუშენსი SAP-ის პარტნიორია

BDO სოლუშენსი, ყოფილი IBS-ი, 2004 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მიერ შემუშავებული ERP გადაწყვეტილებები და სპეციალიზებული პროგრამული პროდუქტები წარმატებით არის დანერგილი 500-ზე მეტ კომპანიაში საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სამხრეთ აფრიკაში. კომპანია წარმოდგენილია 70-ზე მეტი თანამშრომლით, რომელთა უდიდესი უმრავლესობა პროფესიული კადრია.  

 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188