2015 წლის მონაცემებით BDO-ს შემოსავალი 30%-ით გაიზარდა

2015 წლის მონაცემებით BDO-ს შემოსავალი 30%-ით გაიზარდა

ბიდიოს 2015 წლის შემოსავალმა 7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის შემოსავალთან შედარებით 30 %-იანი ზრდაა.

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია კორპორაციული წევრების 2015 წლის შემოსავლების შესახებ.

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2014 წლის მსგავსად, ბიდიო რეიტინგში წამყვან მე-4 ადგილზე იმყოფება.

განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა 2015 წელი ბიდიოსთვის. გასულ წელს ყველა სერვისის მიხედვით დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა.

აუდიტის მიმართულებით დაფიქსირდა 54%-იანი ზრდა, მთლიანი შემოსავალი 2 მილიონ ლარს აღწევს.

ბიდიო ლეგალის შემოსავლები 57%-ით გაიზარდა და შემოსავალმა 800 000 ლარს მიაღწია.

საბუღალტრო სერვისებში კი 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სრულმა შემოსავალმა 2 მილიონ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია რომ შემოსავლების მიხედვით ამ მიმართულებით ბიდიოს პირველი ადგილი უჭირავს 2015 წლის რეიტინგში.

სასიამოვნო სიახლეა საკონსულტაციო მიმართულებითაც, 2015 წელს ამ სერვისიდან შემოსავალმა 1 მილიონ ლარს მიაღწია.

„ეს წარმატება დიდი სტიმულია ბიდიოს გუნდის თითოეული წევრისთვის, რომ მეტი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზოთ სასარგებლო და საინტერესო სიახლეები. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს კლიენტს, პარტნიორობისა და ნდობისთვის და ჩვენს თანამშრომლებს განსაკუთრებული პროფესიონალიზმისთვის“, განაცხადა ბიდიოს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა.

BDO საქართველო ბაზარზე 16 წელია წარმატებულად მოღვაწეობს და მე-4 პოზიცია უკავია წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების რეიტინგში. იგი კლიენტებს სთავაზობს გამორჩეულ მომსახურებას აუდიტორული, საგადასახადო, ბიზნეს საკონსულტაციო, აუთსორსინგის, იურიდიული, საგანმანათლებლო და ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების მიმართულებით.

BDO International-ი წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, სადაც 64,000-ზე მეტი პროფესიონალი კადრი 154 ქვეყნის 1,408 ოფისში კლიენტებს სთავაზობს გამორჩეულ მომსახურებას. 2015 წელს ბიდიოს საერთო შემოსავალმა $ 7.30 მილიარდს მიაღწია.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188