მოემზადეთ ახალი სამუშაო სეზონისთვის: ბალანსი -50%!
very small.png

კომპანია BDO Solutions-ი მოხმარებელს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს: 18 აგვისტომდე ბალანსზე 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. აქცია იმოქმედებს როგორც Professional, ისე Enterprise პაკეტზე. 

ბალანსი კომპანია BDO Solutions-ის საავტორო პროდუქტია, რომელიც შემუშავებულია 1С-ის თანამედროვე 8.3 პლატფორმაზე. შესაძლებლობებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა რეალიზებული ქართულ რეალობაში, იგი სრულიად ცვლის წარმოდგენას საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ.

Web ინტერფეისის მეშვეობით პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია. ამასთან, კომპანიის ყველა ძირითადი მაჩვენებლის ნახვა შესაძლებელია პროგრამის მობილური აპლიკაციიდან.

პროდუქტი წარმოდგენილია on premise ლიცენზიისა და SAAS-ის (პროგრამა, როგორც სერვისი) ფორმით, რაც ქართული ბაზრისთვის ახალი შეთავაზებაა. SAAS-ი განსაკუთრებით მომხიბვლელი წინადადებაა ახლადშექმნილი და მცირე ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ პროგრამა ყოველთვიური გადასახადის საფუძველზე მიიღონ.

ბალანსი ინტეგრირებულია BDO Solutions-ის უახლეს სავაჭრო პროგრამულ პროდუქტებთან და ღიაა ნებისმიერ სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციისთვის. პროგრამა უკვე გაყიდვაშია და მალე მისი შეკვეთა პირდაპირ ვებ-გვერდიდან www.balance.ge იქნება შესაძლებელი.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188