GITI 2016-ის მონაწილეებს BDO-მ გაქართულებული SAP Business One-ი და ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მე-9 რეგიონალურ კონფერენციაზე GITI 2016 BDO-ს პარტნიორი გივი ძამაშვილი SAP HANA-ს in-memory ტექნოლოგიისა და ლოკალიზებული SAP Business One-ის შესახებ მოხსენებით წარსდგა. მან პლატფორმის ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და იმ სარგებლის შესახებ ისაუბრა, რომელიც SAP HANA-ს ბიზნესისა და დეველოპერებისთვის მოაქვს. ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა SAP Business One-ის გაქართულების პროექტსა და ახალ შესაძლებლობებზე, რაც ქართულ ბიზნესს საშუალებას აძლევს ისარგებლოს მსოფლიო კლასის ERP გადაწყვეტილებით და მიიღოს ადგილობრივი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.

„როგორც წესი, როცა SAP-ის რანგის პროდუქტებზე ვსაუბრობთ, კომპანიებს ყოველთვის წარმოუდგენიათ მაღალბიუჯეტიანი პროექტი, რომლის განხორციელებაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში, მისი საფასო პოლიტიკის გამო, SAP Business One-ი განკუთვნილი და სრულიად ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენ ვართ SAP-ის პარტნიორები საქართველოში და ჩვენი უმთავრესი მიზანია ადგილობრივი ბაზრისთვის მაქსიმალურად ხელშესახები გავხადოთ თანამედროვე, მაღალი კლასის გადაწყვეტილებები, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ყველაზე ამბიციური გეგმები“, განაცხადა BDO-ს პარტნიორმა გივი ძამაშვილმა.

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალური კონფერენცია GITI საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 2008 წლიდან ტარდება. წლევანდელ კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა, სადაც გამარჯვებულები 15 ნომინაციაში გამოვლინდნენ. აღსანიშნავია, რომ BDO სოლუშენსი GITI-ს აქტიური მონაწილეა და გასულ წელს კომპანიის ERP გადაწყვეტილება 2 ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

1_small.png
2_small.png
3_small.png
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188