IBS-ის პროგრამული პროდუქტები სამშენებლო მასალების იმპორტიორ თურქულ კომპანიაში დაინერგა

სამშენებლო მასალების იმპორტიორი „იონფაშ ჯორჯია“ (Yonpas Georgia) სავაჭრო და საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვას პროგრამულ პროდუქტებში „IBS დისტრიბუციასა“ და „IBS ბუღალტერიაში“ აწარმოებს.

ავტომატიზაციის პროექტზე მუშაობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა დამკვეთის თანამშრომლების სწავლება IBS-ის ტრენინგ ცენტრში. სამუშაო შეხვედრების შედეგად განისაზღვრა „იონფაშ ჯორჯიას“ მმართველი გუნდის მოთხოვნები სააღრიცხვო პროგრამების მიმართ. იმ ცვლილებებს შორის, რომელიც კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ტიპიურ ვერსიებში შევიდა, აღსანიშნავია მენეჯერის სამუშაო ადგილის იმპლემენტაცია „IBS დისტრიბუციის“ პროგრამაში.

„IBS დისტრიბუციის“ მეშვეობით ავტომატიზებულია შემდეგი ოპერაციები:

  • შესყიდვების აღრიცხვა
  • მარაგების მართვა
  • გაყიდვების აღრიცხვა
  • მმართველობითი ანგარიშგებების მიღება და სხვა

„IBS დისტრიბუციის“ ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ დაიწყო პროგრამული პროდუქტის „IBS ბუღალტერიის“ ამუშავება. პროდუქტებს შორის მონაცემები იცვლება ავტომატურ რეჟიმში, რაც განაპირობებს როგორც სავაჭრო-სასაწყობე, ისე ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას ერთიან სააღრიცხვო გარემოში.

„IBS ბუღალტერიის“ მეშვეობით ავტომატიზებულია:

  • ბანკი და სალარო
  • ძირითადი საშუალებები
  • ურთიერთანგარიშსწორება კონტრაგენტებთან
  • კადრები და ხელფასები
  • სავაჭრო ოპერაციები და სხვა

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 12 სამუშაო ადგილის ავტომატიზაცია. კომპანიის ცენტრალური ოფისი ბათუმის ფილიალთან დაკავშირებულია VPN-ის მეშვეობით.

ავტომატიზაციის პროექტის შედეგად „იონფაშ ჯორჯიაში“ გაიზარდა ბიზნეს პროცესების აღრიცხვის გამჭვირვალობა და თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობა. ამჟამად კომპანია მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობს და ეტაპობრივად ავტომატიზებული სამუშაო ადგილების ზრდას გეგმავს.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188