ნახევარფაბრიკატების მაღაზია „გურმანი“ ავტომატიზებულია „IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით

ნახევარფაბრიკატების მაღაზია „გურმანი“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს. პროექტის ფარგლებში ავტომატიზებულია 1 საოფისე და 1 მოლარის სამუშაო ადგილი. საწარმო და მაღაზია „გურმანი“ ქუთაისში, წერეთლის გამზირზე მდებარეობს. სავაჭრო ობიექტში წარმოდგენილია 190 დასახელების ნახევარფაბრიკატი და კვების სხვა პროდუქტები.

სააღრიცხვო პროცესების მოწესრიგებისა და მყიდველებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაღაზიაში თანამედროვე პროგრამის დანერგვის თაობაზე. არჩევანი შეჩერდა გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობზე“, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა სავაჭრო და სასაწყობე ოპერაციების სრული ავტომატიზაცია.

პროგრამის მეშვეობით ავტომატიზებულია:

  • საცალო გაყიდვების მართვა
  • შეკვეთების მართვა
  • სასაწყობე მარაგების აღრიცხვა
  • ფულადი სახსრების მოძრაობა
  • მრავალმხრივი ანალიზის წარმოება და სხვა

პროგრამასთან ინტეგრირებულია სავაჭრო მოწყობილობები:

  • შტრიხ-კოდის სკანერი Datalogic QW2120-BKK1S
  • ხელის შტრიხ-კოდის სკანერი Honeywell MK7120-31A38
  • POS ტერმინალი real Pos 25/50 3 -Trsck MRS
  • ფულის უჯრა CK410B Cash Drawer
  • თერმული პრინტერი 80mm USB/LAN/RS232

„IBS მაღაზია-საწყობის“ დანერგვით მიღებულ უმთავრეს შედეგებს მოწესრიგებული სავაჭრო პროცესები, მყიდველების სწრაფი მომსახურება და თანამშრომლების სამუშაო დროის ოპტიმიზაცია წარმოადგენს.

მომავალში „გურმანის“ ხელმძღვანელობა მაღაზიის გაფართოებასა და ავტომატიზებული სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას გეგმავს. 

 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188