ტაქტიკური დანიშნულების ტანსაცმლისა და იარაღის მაღაზია “IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს

GLOBAL DEFENSE GROUP-ის ტაქტიკური დანიშნულების ტანსაცმლის, იარაღისა და თავდაცვითი დანიშნულების სხვა აქსესუარების მაღაზია „იარაღის სახლი“ ავტომატიზებულია “IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით.

GLOBAL DEFENSE GROUP-მა რებრენდინგის შემდეგ შეძლო საქართველოს ბაზარზე თავი დაემკვიდრებინა როგორც წამყვან კომპანიას. იგი ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას - ტანსაცმელს, აქსესუარებსა და პროფესიონალურ იარაღს. GLOBAL DEFENSE GROUP-ის დამსახურებით ქართულ ბაზარზე გაჩნდენენ ისეთი უცხოური კომპანიები, როგორებიც არიან 5.11 Tactical, Revision, ESS goggles, CTC lasers, Otis, H&K და ა.შ. კომპანია წარმოადგენს ამერიკული ბრენდის 5.11 Tactical-ის პრემიუმ დილერს საქართველოსა და აზერბაიჯანში.

2013 წლიდან „იარაღის სახლი“ წარმატებით სარგებლობს გადაწყვეტილება “IBS მაღაზია-საწყობის“ ტიპიური ვერსიით. პროგრამის მეშვეობით ავტომატიზებულია შეკვეთები, გაყიდვები, საწყობი, ფულადი სახსრები და სხვა ოპერაციები. პროდუქცია აღირიცხება სხვადასხვა მახასიათებლის ჭრილში.

პროგრამასთან ინტეგრირებულია სავაჭრო მოწყობილობები:

  • თერმული პრინტერი SGT 802
  • ფულის უჯრა MK 410
  •  ხელის შტრიხ-კოდის სკანერი MK9540

“IBS მაღაზია-საწყობის“ დანერგვით მიღებულ უმთავრეს შედეგს მოწესრიგებული სააღრიცხვო პროცესი, სწრაფი გაყიდვები და ფართო ანალიტიკური ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა წარმოადგენს, რაც ხელმძღვანელს ეხმარება დროული მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაში.

პროექტის ფარგლებში სულ ავტომატიზებულია 2 სამუშაო ადგილი. მომავალში კომპანია გაფართოებასა და ავტომატიზებული სამუშაო ადგილების ზრდას გეგმავს.

 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188