IBS-მა „მითანას“ მაღაზიების ავტომატიზაცია განახორციელა

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანას“ მაღაზიები ავტომატიზებულია „IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით. დამკვეთის ძირითად მოთხოვნებს პროგრამის მიმართ აღრიცხვის საკითხების მოწესრიგება, ფასწარმოქმნის სისტემის გამარტივება, ფულადი სახსრების მოძრაობის ოპტიმიზაცია და მომსახურების ოპერატიულობის ზრდა წარმოადგენდა. არჩევანი შეჩერდა პროდუქტზე „IBS მაღაზია-საწყობი“, რაც განაპირობა პროგრამის ფუნქციონალურმა შესაძლებლობებმა და კომპანია IBS-ის გამოცდილებამ.

„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით ავტომატიზებულია:

  • შეკვეთების მართვა
  • გაყიდვები
  • დაბრუნება მყიდველისგან
  • ურთიერთანგარიშსწორება
  • ჩამოწერა და სხვა

მაღაზიებში გამოიყენება თანამედროვე სავაჭრო მოწყობილობა - ელექტრონული სასწორი ეტიკეტების ბეჭდვით და შტრიხ-კოდის სკანერი, რომელიც ინტეგრირებულია პროგრამასთან.

ამჟამად პროგრამით "მითანას“ 2 მაღაზია სარგებლობს, სულ ავტომატიზებულია 8 სამუშაო ადგილი. მომავალში „IBS მაღაზია-საწყობი“ ქსელის სხვა ობიექტებშიც დაინერგება.

ხორცპროდუქტების მწარმოებელი „მითანა“ ბაზარზე 2007 წლიდან გამოჩნდა. კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, რისთვისაც მიღებული აქვს ISO 22000 საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც ადასტურებს კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემების ფლობას.

 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188