„პატიო-არტი“ სასაწყობე მარაგების აღრიცხვას IBS-ის პროგრამაში აწარმოებს

სარეკლამო სააგენტო „პატიო-არტი“ სასაწყობე მარაგების აღრიცხვისთვის გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს. პროგრამაში სარეკლამო მასალები პროექტების ჭრილში აღირიცხება, მასალების აღრიცხვა წარმოებს მახასიათებლის მიხედვით, რამდენიმე ზომის ერთეულში.

პროგრამის მიმართ დამკვეთის ძირითად მოთხოვნას სასაწყობე ოპერაციების ავტომატიზაცია, მარაგების კონტროლი და ექსპლუატაციის სიმარტივე წარმოადგენდა. არჩევანი შეჩერდა გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობზე“, რომლის შესახებაც კომპანიის მენეჯმენტს ინფორმაცია ჰქონდა.

პროგრამის მეშვეობით მასალების აღრიცხვა წარმოებს პარტნიებისა და ვირტუალური საწყობების მიხედვით, მასალები რეზერვირდება თითოეული პროექტისთვის. გარდა ამისა მიმდინარეობს როგორც მარაგების მოძრაობის, ისე ყველაზე გამოყენებადი მასალების ანალიზი, ნაშთების კონტროლი და სხვა.

„პარტიო-არტი“ ფართო პროფილის სარეკლამო სააგენტოა, რომელიც სთავაზობს დიზაინის მომსახურებას, გარე რეკლამას, პოლიგრაფიას, სასაჩუქრე-სუვენირული პროდუქციის დამზადებასა და სხვა. მისი დამკვეთები არიან ცნობილი კომპანიები სხვადასხვა სფეროდან.

პროექტის ფარგლებში ფუნქციონალური გაფართოების მნიშვნელოვანი სამუშაო არ შესრულებულა. სულ ავტომატიზებულია 2 სამუშაო ადგილი. 

მომავალში „პატიო-არტი“ ბუღალტრული აღრიცხვისთვის „IBS ბუღალტერიის“ გამოყენებას გეგმავს.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188