რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაცია გადაწყვეტილება „IBS ბუღალტერიით“ სარგებლობს

კომპანია IBS-ის პროგრამული პროდუქტით „IBS ბუღალტერია“ რუსთავის ავტობაზრობის მფლობელი კომპანია „მიკადო ჯორჯია“ სარგებლობს. მთავარი შედეგი, რომელიც კომპანიამ პროგრამის დანერგვით მიიღო, სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგებების მიღების გამარტივებაა.

„მიკადო ჯორჯია“ „IBS ბუღალტერიის“ ტიპიური ვერსიით სარგებლობს. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად  IBS-ის სპეციალისტების მიერ განხორციელდა პროგრამის ინტეგრაცია კომპანიის სხვა სააღრიცხვო სისტემასთან, რომელთანაც მიმდინარეობს მონაცემების გაცვლა.

AUTOPAPA, რომელიც ყველაზე დიდი ავტობაზრობაა კავკასიის რეგიონში, ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიით, როგორებიც არიან შპს “მიკადო ჯორჯია”, შპს “რუსთავის ავტობაზრობა”, შპს “რუსთავ ტერმინალ პლიუსი” და შპს „რუსთავ კომფორტი“.

პროგრამის მეშვეობით ავტომატიზებულია შემდეგი სააღრიცხვო თემები:

  • სავაჭრო ოპერაციები
  • მომსახურების აღრიცხვა
  • ბანკი და სალარო
  • კონტრაგენტებთან ურთიერთანგარიშსწორება
  • ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • კადრები და ხელფასები
  • თვის დახურვის ოპერაციები და სხვა

პროგრამაში ცალცალკე ბაზებში აღირიცხება AUTOPAPA-ს ჯგუფში შემავალი კომპანიების ბუღალტერია. პროექტის ფარგლებში სულ ავტომატიზებულია 8 სამუშაო ადგილი.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188