გადაწყვეტილება „IBS დისტრიბუცია“ ხორცპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიაში

ხორცპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია „გენგიი“ გადაწყვეტილება „IBS დისტრიბუციით“ სარგებლობს. პროგრამის მეშვეობით ავტომატიზებულია 3 საოფისე და 11 მობილური სამუშაო ადგილი. 

კომპანია „გენგიი“ დაარსებულია 2013 წელს. იგი ახორციელებს 100-მდე დასახელების სომხური წარმოების ძეხვის დისტრიბუციას თბილისსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

სადისტრიბუციო ქსელის ეფექტურად მართვისა და სააღრიცხვო პროცესების გამარტივების მიზნით, კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება „IBS დისტრიბუციის“ დანერგვის თაობაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც საოფისე ოპერაციების, ისე მობილური ვაჭრობის განხორციელება ერთიან სისტემაში.

პროექტის ფარგლებში ავტომატიზებულია:

  • შეკვეთების მართვა
  • სასაწყობე მარაგების მართვა
  • გაყიდვები
  • კონტრაგენტებთან ურთიერთანგარიშსწორება
  • სავაჭრო აგენტების მართვა და სხვა

„IBS დისტრიბუციის“ ტიპიურ ვერსიაში ფუნქციონალური გაფართოების მნიშვნელოვანი სამუშაო არ შესრულებულა.

პროგრამის დანერგვის შედეგად „გენგიის“ მენეჯმენტმა მიიღო გაყიდვების მართვის ეფექტური სისტემა, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილია სავაჭრო ოპერაციების წარმოების სიზუსტე, შეკვეთების დამუშავების სისწრაფე და კლიენტებთან მუშაობის მაღალი ხარისხი.

ამჟამად კომპანია სარგებლობს მხარდაჭერის მომსახურებით.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188