სავაჭრო და სასაწყობე ოპერაციების ავტომატიზაცია „ისნის სავაჭრო ცენტრში“

სარემონტო და სამშენებლო მასალების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ისნის სავაჭრო ცენტრი“ სავაჭრო და სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვას გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობში“ აწარმოებს.

„ისნის სავაჭრო ცენტრი“ დაარსებულია 2010 წელს. კომპანია სთავაზობს გათბობის სისტემებს, სანტექნიკას, საღებავებსა და სხვა პროდუქციას, რომელიც საჭიროა რემონტისა და მშენებლობისთვის. კომპანიის კუთვნილ მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორიც არის BAXI, Baymak-ი, FIRAT-ი და სხვა.

“IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით ავტომატიზებულია:

  • გაყიდვების მართვა
  • შესყიდვების მართვა
  • სასაწყობე მარაგების მართვა
  • კონტრაგენტებთან ურთიერთანგარიშსწორება
  • ანალიტიკური ინფორმაციის მიღება და სხვა

პროგრამა სრულად აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებს, რის გამოც ფუნქციონალური გაფართოების მნიშვნელოვანი სამუშაო არ შესრულებულა. პროექტის ფარგლებში ავტომატიზებულია 15 სამუშაო ადგილი.

„IBS მაღაზია-საწყობის“ დანერგვის შედეგად „ისნის სავაჭრო ცენტრის“ ხელმძღვანელობამ მიიღო ეფექტური სისტემა უტყუარი ინფორმაციის მისაღებად სავაჭრო და სასაწყობე ოპერაციების შესახებ, ამასთან, გაუმჯობესდა მომსახურების ოპერატიულობა და ხარისხი.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188