კომპანია „ინტერლაბი“ IBS-ის პროგრამული პროდუქტებით სარგებლობს

კომპანია „ინტერლაბი“, რომელიც ლაბორატორიების კომპლექსურ მომარაგებას ახორციელებს, 2012 წლიდან „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს. მიმდინარე წელს კომპანიაში ასევე დაინერგა საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა „IBS ბუღალტერია“.

„ინტერლაბი“ დაარსებულია 2005 წელს. კომპანია ახორციელებს ლაბორატორიების მომარაგებას ლაბორატორიული ტექნიკით, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებითა და სახარჯი მასალით. ამასთან, ლაბორატორიისთვის განკუთვნილი აპარატურის შეუფერხებელი მუშაობისთვის კომპანია უზრუნველყოფს დამკვეთის კადრების მომზადებასა და აპარატურის სერვისს ექსპლუატაციის განმავლობაში.

„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით კომპანიაში უზრუნველყოფილია:

  • სავაჭრო და სასაწყობე ოპერაციების მართვა
  • შესყიდვების მართვა
  • გაყიდვების მართვა
  • მომწოდებლებთან ურთერთანგარიშსწორება
  • ანალიტიკური ანგარიშგებების მიღება და სხვა

„IBS მაღაზია-საწყობიდან“ მონაცემები ავტომატურ რეჟიმში იცვლება „IBS ბუღალტერიასთან“, რაც უფრო მოსახერხებელს ხდის აღრიცხვის პროცესს. „IBS ბუღალტერიის“ მეშვეობით ავტომატიზებულია:

  • მომსახურების აღრიცხვა
  • ბანკი და სალარო
  • კონტრაგენტებთან ურთიერთანგარიშსწორება
  • ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • კადრები და ხელფასები
  • სავაჭრო ოპერაციები და სხვა

სულ ავტომატიზებულია 7 სამუშაო ადგილი.

IBS-ის პროგრამული პროდუქტების დანერგვის შედეგად „ინტერლაბმა“ მიიღო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიაში მიმდინარე სააღრიცხვო პროცესების ეფექტურ მართვასა და ანალიზს. 
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188