კომპანია Bacon Geo ავტომატიზებულია გადაწყვეტილება „IBS დისტრიბუციის“ მეშვეობით

საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია Bacon Geo გადაწყვეტილება „IBS დისტრიბუციით“ სარგებლობს. პროგრამის მეშვეობით ავტომატიზებულია ყველა ძირითადი სავაჭრო ოპერაცია შესყიდვიდან რეალიზაციის ჩათვლით.

Bacon Geo დაარსებულია 2012 წელს. კომპანია არის ერთერთი მსხვილი სომხური საწარმოს „ბეკონ პროდაქტის“ წარმომადგენლობა საქართველოში. საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით Bacon Geo ამარაგებს დედაქალაქისა და რეგიონის (აჭარა, იმერეთი, შიდა ქართლი, კახეთი) სავაჭრო წერტილებს „ბეკონ პროდაქტის“ მიერ წარმოებული ძეხვისა და ნახევარფაბრიკატების სხვადასხვა სახეობით.

კომპანია 2013 წლიდან სარგებლობს გადაწყვეტილება „IBS დისტრიბუციით“. პროექტის ფარგლებში ფუნქციონალური გაფართოების მნიშვნელოვანი სამუშაო არ შესრულებულა. „IBS დისტრიბუციის“ მეშვეობით ავტომატიზებულია:

  • შეკვეთების მართვა
  • სასაქონლო მარაგების აღრიცხვა
  • შესყიდვების მართვა
  • სავაჭრო აგენტების მართვა
  • ოპერატიული და მმართველობითი ანგარიშგებების მიღება და სხვა

სულ ავტომატიზებულია 2 საოფისე და 9 მობილური სამუშაო ადგილი. სავაჭრო აგენტები სარგებლობენ HTC Touch HD-ის Windows Mobile სმარტფონებით.

საოფისე ოპერაციებისა და მობილური დისტრიბუციის ერთიან სისტემაში წარმოება Bacon Geo-ს ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს მიიღოს კომპანიის საქმიანობის რეალური სურათი ოპერატიული მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამჟამად Bacon Geo IBS-ის მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობს. კომპანია გეგმავს დისტრიბუციის არეალის გაფართოებას, რაც გულისხმობს ავტომატიზებული სამუშაო ადგილების ზრდას.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188