„1C: საწარმოს“ პლატფორმის პროგრამული ლიცენზირების სისტემა
1c_key (1).gifკომპანია "ბიდიო სოლუშენსის" პროგრამული პროდუქტი წარმოადგენს კომპლექტს, რომელიც აერთიანებს „1C: საწარმოს“ ტექნოლოგიური პლატფორმის ლიცენზიასა და კონფიგურაციის დაცვის გასაღებს. ფირმა 1C-ის სალიცენზიო პოლიტიკის თანახმად, „1C: საწარმოს“ პლატფორმის ლიცენზიები 8.2.11 ვერსიიდან ხელმისაწვდომია ელექტრონული სახით. შესაბამისად  დამკვეთი, რომელიც შეიძენს "ბიდიო სოლუშენსის" პროგრამულ პროდუქტს, მიიღებს პლატფორმის პროგრამულ და კონფიგურაციის აპარატულ დაცვის გასაღებს (რომელიც მომავალში ასევე ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ფორმით).

პროგრამული ლიცენზია წარმოდგენილია დალუქული კონვერტის სახით, რომელშიც დაცულია პროგრამული პროდუქტის დასახელება, სარეგისტრაციო ნომერი და პინ კოდი (ძირითადი და სარეზერვო).

პროგრამული ლიცენზიის კონვერტში არსებული მონაცემები გამოიყენება როგორც ლიცენზიის მისაღებად, ასევე ლიცენზიის აღდგენის მიზნით კომპიუტერის ან სერვერის პარამეტრების ცვლილების დროს, რის გამოც მნიშვნელოვანია აღნიშნული ინფორმაციის შენახვა დამკვეთის მიერ.


პროგრამული ლიცენზიები “1C: საწარმოს“ პლატფორმისთვის
ფირმა 1С-ი კლიენტის ლიცენზიებს ყოფს ერთმომხმარებლიანებად და მრავალმომხმარებლიანებად. ლიცენზია ერთი მომხმარებლისთვის განკუთვნილია მხოლოდ ერთ კომპიუტერზე დაყენებისთვის და არ ზღუდავს მომხმარებელს „1C: საწარმოს“ გარემოში პარალელურად რამდენიმე სეანსთან მუშაობის დროს. მომხმარებელს შეუძლია იმუშაოს როგორც ფაილურ, ისე კლიენტ-სერვერულ ბაზაში.

მრავალმომხმარებლიანი ლიცენზიები გამოიყენება კლიენტ-სერვერული ვარიანტის შემთხვევაში “1C: საწარმოს” სერვერის კომპიუტერზე, ხოლო ფაილურის შემთხვევაში ვებ-სერვერის კომპიუტერზე ან ტერმინალ სერვერზე. მრავალმომხმარებლიანი ლიცენზიების გამოყენების თავისებურება იმაშია, რომ „1C: საწარმოს“ სისტემაში შესაძლებელია მხოლოდ იმ რაოდენობის სეანსების გაშვება, რაც მითითებულია სალიცენზიო შეთანხმებაში. მრავალმომხმარებლიანი ლიცენზია არ არის მიბმული კონკრეტული მომხმარებლის კომპიუტერთან, გაშვებული სეანსები რაოდენობის დათვლა მიმდინარეობს სერვერზე.

კლიენტის თითოეულ პროგრამულ ლიცენზიას 5, 10 და 20 სამუშაო ადგილზე აქვს პინ კოდების ორი კომპლექტი ერთმომხმარებლიანი ლიცენზიებისა და მრავალმომხმარებლიანი ლიცენზიების აუცილებელი რაოდენობის მისაღებად. პირველი ლიცენზიის შესყიდვამდე აუცილებელია განისაზღვროს თუ როგორ იგეგმება მისი გამოყენება:

  • ერთმომხმარებლიანი ლიცენზიების დაყენება შერჩეულ კომპიუტერებზე, რა დროსაც „1C: საწარმოდან“     გაშვებული სეანსების რაოდენობა არ იზღუდება 
  • ან მრავალმომხმარებლიანის შემთხვევაში ლიცენზიის დაყენება სერვერზე, რა დროსაც ლიცენზიების დათვლა მიმდინარეობს „1C: საწარმოს“ გაშვებული სეანსების მიხედვით

ელექტრონული ლიცენზიის გამოყენებამდე სწორად უნდა შეირჩეს ლიცენზიის ტიპი, რადგან მრავალმომხმარებლიანი ლიცენზიების აქტივაცია ცალკეულ კომპიუტერებზე შეუძლებელს ხდის ლიცენზიის აქტივაციას სერვერზე და პირიქით.

კლიენტის ლიცენზიები 50, 100, 300 და 500 სამუშაო ადგილზე შეიცავს პინ კოდების კომპლექტს მრავალმომხმარებლიანი ლიცენზიების აქტივაციისთვის, შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილებზე. თუ საჭიროა სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდა, შესაძლებელია დამატებითი ლიცენზიების შესყიდვა და მათი დაყენება მომხმარებლის კომპიუტერებზე ან სერვერზე.

„1C: საწარმოს“ სერვერის ლიცენზიის დაყენება ხდება „1C: საწარმოს“ სერვერის კომპიუტერზე. 64 ბიტიანი სერვერის ლიცენზიით მხარდაჭერილია 32 ბიტიანი სერვერის მუშაობა, მაგრამ 32 ბიტიანი სერვერის ლიცენზიით არ არის მხარდაჭერილი 64 ბიტიანი სერვერის მუშაობა, ამისათვის საჭიროა ლიცენზიის შეცვლა.

როგორ შეიძლება პროგრამული ლიცენზიების მიღება
1c_prog_key.jpgპროგრამული ლიცენზია უნიკალურია და ფორმირდება პროგრამული უზრუნველყოფის სარეგისტრაციო ნომრის, მომხმარებლის შესახებ მონაცემების, პინ კოდისა და კომპიუტერის მახასიათებლების საფუძველზე. ლიცენზიის აქტივაციისთვის გათვალისწინებულია სპეციალური სერვისი, რომელიც შეიძლება ავტომატურად გააქტიურდეს პროგრამის გაშვების დროს ან მომხმარებლის მიერ. ლიცენზიის აქტივაციისთვის მომხმარებელმა უნდა დაიცვას პროგრამის ინსტრუქცია და ყურადღებით შეიყვანოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

პროგრამული ლიცენზიების აქტივაცია ხორციელდება 1C-ის ლიცენზირების მოშორებული ცენტრიდან. პროგრამული ლიცენზია შესაძლოა გააქტიურდეს ავტომატურად, ონლაინ რეჟიმში. ამისთვის საჭიროა მომხმარებელმა შეიყვანოს სარეგისტრაციო ნომერი და პინ კოდი, ასევე მიუთითოს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ. პროგრამა ავტომატურად აფორმირებს მოთხოვნას ლიცენზირების ცენტრში, ააქტიურებს ლიცენზიას და წერს მას საჭირო კომპიუტერში.

თუ კომპიუტერს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, მოთხოვნა ლიცენზიის აქტივაციაზე შესაძლებელია ჩაიწეროს მეხსიერების ბარათზე, ლიცენზია კი მიღებულ იქნას ელექტრონულ ფოსტაზე ან ლიცენზირების ცენტრის საიტზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაყენდეს სასურველ კომპიუტერზე.

ინტერნეტის არქონის შემთხვევაში ლიცენზიის მიღება ლიცენზირების მოშორებული ცენტრიდან ტელეფონითაც შეიძლება. გასათვალისწინებელია, რომ ლიცენზიის ონლაინ აქტივაციის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ ერთმომხმარებლიანი ლიცენზიის გააქტიურება. თუკი მომხმარებელი ლიცენზიას გააქტიურებს ტელეფონით, პროგრამა „1C: საწარმო“ დააფორმირებს და ეკრანზე გამოიტანს ციფრების კომბინაციას, რაც მომხმარებელმა ლიცენზირების ცენტრის სატელეფონო ოპერატორს უნდა უკარნახოს. თავის მხრივ, მომხმარებელმა დიალოგურ ფანჯარაში უნდა შეიყვანოს დაფორმირებული ლიცენზიის მონაცემები ოპერატორის კარნახით.

ფირმა 1C-მა გაითვალისწინა მომხმარებლის მიერ გახარჯული ელექტრონული ლიცენზიის აღდგენის შესაძლებლობა იმ პირობით, თუ კომპიუტერის კონფიგურაცია არ შეცვლილა, ამ შემთხვევაში მომხმარებელს გადაეცემა ადრე დაფორმირებული ლიცენზია.

იმ შემთხვევაში, თუკი კომპიუტერის კონფიგურაცია შეიცვალა, ახალი ლიცენზიის მიღება შესაძლებელია სარეზერვო პინ კოდით, რომელიც შედის მიწოდებულ კომპლექტში. ელექტრონული ლიცენზიის კომპლექტი შეიცავს 2-დან 5-მდე სარეზერვო პინკოდს პროგრამული პროდუქტის სახეობის გათვალისწინებით. მაგალითად, 1С-ის პროგრამულ ლიცენზიას 1 სამუშაო ადგილზე, ასევე მრავალმომხმარებლიან პროგრამულ ლიცენზიებსა და ლიცენზიას სერვერზე მოყვება 2 სარეზერვო პინ კოდი.

გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს 5, 10 და 20 მომხმარებლიანი ლიცენზიები, რომელთაც დამატებით მოყვება ერთმომხმარებლიანი ლიცენზიების კომპლექტი შემდეგი სახით:

  • 5 სამუშაო ადგილზე - 5 ძირითადი, 3 სარეზერვო
  • 10 სამუშაო ადგილზე - 10 ძირითადი, 4 სარეზერვო
  • 20 სამუშაო ადგილზე - 20 ძირითადი, 5 სარეზერვო
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188