მარშრუტების დაგეგმვის ავტომატიზებული სისტემა

ANTOR LogisticsMaster-ი არის პროგრამული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია მარშრუტების დაგეგმვის ავტომატიზაციისთვის. მისი გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ კომპანიებისთვის, ვინც ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას (დისტრიბუცია, საკურიერო მომსახურება და სხვა). პროგრამა ადვილად ინტეგრირდება კომპანიის კორპორატიულ სააღრიცხვო სისტემასთან, საიდანაც იღებს შეკვეთებს მიწოდებაზე. ANTOR LogisticsMaster-ის მეშვეობით შესაძლებელია როგორც მიწოდების, ისე დაბრუნების ავტომატიზაცია.

მარშრუტების დაგეგმვისას პროგრამა ითვალისწინებს მიწოდების პრიორიტეტულობას, ავტომობილის ტევადობას, პროდუქციის მიწოდების დროსა და მარშრუტის დაგეგმვისთვის საჭირო სხვა პარამეტრებს. მარშრუტების ხარისხიანი და სწრაფი დაგეგმვის გზით მცირდება ავტომობილის გარბენი, იზრდება ტრანსპორტის დატვირთვის ეფექტურობა, თავისუფლდება დამატებითი ან დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებები და მცირდება სატრანსპორტო ლოჯისტიკის თვითღირებულება.

ANTOR LogisticsMaster-ი ამცირებს კომპანიის დანახარჯებს და ზრდის მუშაობის ეფექტურობას, რასაც ადასტურებს პროდუქტის მომხმარებლების მიერ მიღებული შედეგები:

  • 20-30%-ით მცირდება ფაქტიური გარბენი და გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა
  • 15-25%-ით მცირდება ხარჯები საწვავზე
  • 7-10%-ით მცირდება ხარჯები სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე
  • 10-15%-ით იზრდება თითოეული მარშრუტის დატვირთვა

ANTOR LogisticsMaster-ი ფირმა „ანტორის“ პროდუქტია, რომელსაც კომპანია IBS-ი გთავაზობთ.

ANTOR LogisticsMaster_გაიგეთ მეტი პროდუქტის შესახებ
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188