ახალი პროდუქტი „1C: საწარმო 8.3 სერვერ მინი“

„1C: საწარმო 8.3 სერვერ მინი“ ფირმა 1С-ის ეკონომიური პროდუქტია, რომელიც რეკომენდებულია სააღრიცხვო ბაზასთან 5-მდე მომხმარებლის მუშაობის შემთხვევაში. პროდუქტი განკუთვნილია მცირე მასშტაბის კომპანიების, ასევე იმ საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც აქვთ ფილიალური სტრუქტურა.

„1C: საწარმო 8.3 სერვერ მინის“ მეშვეობით „1C: საწარმო 8“-ის კლიენტ-სერვერული ვარიანტი ხდება უფრო ხელმისაწვდომი მცირე სამუშაო ჯგუფების ავტომატიზაციისთვის და წარმოადგენს ინფორმაციული ბაზის ფაილური ვერსიის ალტერნატივას. კლიენტ-სერვერული არქიტექტურის გამოყენება საშუალებას იძლევა გაიზარდოს მონაცემთა დამუშავების მოცულობა და ეფექტურობა.

ლიცენზია განკუთვნილია იმ ინფორმაციულ ბაზებთან მუშაობისთვის, რომლებიც მუშაობენ „1C: საწარმოს“ 8.3.4 და შემდგომი ვერსიის პლატფორმაზე.

 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188