თქვენ ხართ განსაკუთრებული
გელოდებით ჩვენს გუნდში
თქვენ ხართ განსაკუთრებული|გელოდებით ჩვენს გუნდში|/
  • რატომ  ჩვენ?
  • შერჩევის
    პროცესი
  • მიმდინარე ვაკანსიები

ჩვენთან თქვენ არ იქნებით მხოლოდ რიგით რომელიმე თანამშრომელი ან მხოლოდ მორიგი სახე, ჩვენ გხედავთ როგორც ინდივიდს, რომელსაც შეუძლია BDO სოლუშენსი აქციოს კიდევ უფრო წარმატებულ კომპანიად. გულწრფელად გვწამს, რომ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც განგვასხვავებს და ეს რაღაც არის დამოკიდებულება. ატმოსფერო, რომელიც იგრძნობა, როცა შემოაბიჯებთ ჩვენთან და გიჩნდებათ სურვილი გახდეთ მისი ნაწილი.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობები როგორც ჩვენს კადრებთან, ისე დამკვეთებთან. ამიტომაც გვსურს არამხოლოდ შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქტი და მომსახურება, არამედ ხელი შევუწყოთ სფეროს მომავალი ლიდერების განვითარებას.

ჩვენთან თქვენ მიიღებთ მრავალმხრივ ცოდნას პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესის ირგვლივ, გაივლით საჭირო ტრენინგებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მიიღებთ დიდ გამოცდილებას, რაც ვფიქრობთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება თქვენთვის. 

ჩვენ ნიჭიერი ადამიანების მუდმივ ძიებაში ვართ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მზად ხართ კარიერისთვის, რომელსაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ, მოგვმართეთ ახლა. ჩვენ ვეცდებით წარმოვაჩინოთ და განვავითაროთ თქვენი საუკეთესო მხარეები.