About us_banner.png



საქმიანობა
"ბიდიო სოლუშენსი", ყოფილი IBS-ი, ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ყველაზე დიდი და გამოცდილი კომპანიაა საქართველოში თავისი კადრებითა და განხორციელებული პროექტების რაოდენობით. მისი პროგრამული პროდუქტები კორპორატიული რესურსების მართვის (ERP), ფინანსური და საკადრო აღრიცხვის, საცალო ქსელების ავტომატიზაციისა და სადისტრიბუციო ვაჭრობისთვის წარმატებით გამოიყენება 500-ზე მეტი კომპანიის მიერ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

"ბიდიო სოლუშენსი" საქართველოში ფირმა 1C-ის პირველი პარტნიორია. იგი უკვე 12 წელია წარმატებით ახორციელებს პროგრამული პროდუქტების შემუშავებას 1C-ის მძლავრ პლატფორმაზე. დეველოპმენტის გარდა კომპანია ასევე სთავაზობს პროდუქტების დანერგვასა და შემდგომ მხარდაჭერას. "ბიდიო სოლუშენსი" ფლობს ექსკლუზიურ უფლებას 1C-ის პლატფორმის გაქართულებაზე და 1C-ის პრესტიჟული სერტიფიკატების უპრეცედენტო რაოდენობას საქართველოს ბაზრისთვის.
 დაგვიკავშირდით:
მისამართი:
საქართველო, თბილისი 0179   
თარხნიშვილის ქ. 2
+995 32 2 188 188