ჩვენი პროექტები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ
6 000-ზე მეტი მომხმარებელი ყოველდღე მუშაობს BDO სოლუშენსის პროგრამულ პროდუქტებში
ჩვენი პროექტები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ|6 000-ზე მეტი მომხმარებელი ყოველდღე მუშაობს BDO სოლუშენსის პროგრამულ პროდუქტებში|/
სფერო:
თელიანი ველი
სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე. კომპანია აწარმოებს 150 დასახელების ღვინოს, ცქრიალა ღვინოსა და ჭაჭას. "თელიანი ველის" ზოგიერთი პროდუქტი გათვალისწინებულია მხოლოდ ექსპორტისთვის.
თელიანი თრეიდინგი
"თელიანი ველის" პროდუქციის დისტრიბუტორი საქართველოში, უკრაინასა და პოლონეთში.
აქვა გეო
სასმელი წყლის მსხვილი მწარმოებელი. ახორციელებს ქართული სასმელი წყლის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს ISO 9001:2008 და სურსათის უვნებლობის სერტიფიკატს ISO 22000:2005.
კლინიკა "კურაციო"
კერძო სამედიცინო დაწესებულება, რომლის ძირითადი პროდუქტი ოჯახის ექიმის მომსახურებაა. კლინიკაში დანერგილი მართვის ინსტრუმენტები თითქმის სრულად შეესაბამება პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს (JOINT COMMISSION INTERNATIONAL ACCREDITATION STANDARDS FOR PRIMARY CARE CENTERS).
გლობალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი
ააიპ “გლობალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“ ახორციელებს შიდსის, მალარიისა და ტუპერკულოზის წინააღმდეგ მიმართული პროექტების კოორდინაციასა და დაფინანსებას საქართველოში, „გლობალური ფონდის“ პროგრამების ფარგლებში.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
უმსხვილესი ჰოლდინგი საქართველოში, რომელიც ფლობს ფართო ბიზნეს პორტფელს - ქვანახშირის მოპოვება, ელექტროენერგიის გამომუშავება, ბუნებრივი აირის რეალიზაცია, უძრავი ქონება და სხვა სექტორები.
ჯეი თი აი კავკასუსი
Japan Tobacco Inc-ის მარკეტინგული კომპანია საქართველოში. ამიერკავკასიაში მოღვაწეობს 2000 წლიდან.
არგე ბიზნესი
PROCTER & GAMBLE-ის პროდუქციის დისტრიბუტორი სომხეთში, რომელიც ასევე ახორციელებს ცნობილი ბრენდების WELLA-ს, GILLETTE-ის, BORMIOLI ROCCO-ს, CLIPPER-ისა და LORENZ-ის პროდუქციის დისტრიბუციას.
დიპლომატ ჯორჯია
Procter & Gamble-ის პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც თავის კლიენტებს ასევე სთავაზობს ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა Pantene-ი, Pampers-ი, Ariel-ი, Tide-ი, DURACELL-ი, Fairy-ი, Head & Shoulders-ი, Gillette-ი, WELLA, Chumak-ი, Pringles-ი, Golden break-ი და სხვა.
მეგაკო
Kraft Foods-ის, Dirol-ის, Danone-ის, Lutik-ის, Chumak-ის, Chateau Mukhrani-ს, Tea Dilmah-ის, ჩაი გურიელისა და სხვა ცნობილი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი.