სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის მობილური პროგრამა
Android-ის პლატფორმაზე შემუშავებული მობილური აპლიკაცია „პოინტერი“ უკვე გაყიდვაშია
სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის მობილური პროგრამა|Android-ის პლატფორმაზე შემუშავებული მობილური აპლიკაცია „პოინტერი“ უკვე გაყიდვაშია|/about_us/detail.php?ib=43&id=11784
მარშრუტების დაგეგმვის ავტომატიზებული სისტემა
Antor Logistic Master-ი, ამცირებს ხარჯებს საწვავზე 25%-მდე
მარშრუტების დაგეგმვის ავტომატიზებული სისტემა|Antor Logistic Master-ი, ამცირებს ხარჯებს საწვავზე 25%-მდე|/about_us/logistics.php
IBS ERP

IBS ERP 2.0 რესურსების მართვის კომპლექსური სისტემაა, რომელშიც წარმატებით ერთიანდება კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესები. პროგრამა განკუთვნილია საშუალო და მსხვილი ბიზნეს ერთეულების, მათ შორის საწარმოო, სადისტრიბუციო, საცალო, სამშენებლო კომპანიების, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციების, წარმომადგენლობებისთვის და სხვა.

იგი მასშტაბური ბიზნეს გადაწყვეტილებაა შემუშავებული 1C: ERP 2.0-ის ბაზაზე, თანამედროვე „1C:საწარმო 8.3“ პლატფორმაზე, კომპანია "ბიდიო სოლუშენსის" მრავალწლიანი გამოცდილებისა და მართვის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.

IBS ERP 2.0 უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების მრავალმხრივი ანალიზის შესაძლებლობას კომპანიის მენეჯმენტისთვის, ინფორმაციის ოპერატიულ მიღებასა და ეფექტურ დამუშავებას საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, ასევე გამარტივებულ აღრიცხვას უშუალო შემსრულებლებისთვის. ზრდის ფინანსური, საოპერაციო და ადამიანური რესურსების გამოყენების ეფექტურობას.