ექსკლუზიური შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
"IBS მაღაზია-საწყობი" და "IBS დისტრიბუცია" კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა
ექსკლუზიური შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის|"IBS მაღაზია-საწყობი" და "IBS დისტრიბუცია" კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა|/about_us/detail.php?ib=43&id=11732
სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის მობილური პროგრამა
Android-ის პლატფორმაზე შემუშავებული მობილური აპლიკაცია „პოინტერი“ უკვე გაყიდვაშია
სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის მობილური პროგრამა|Android-ის პლატფორმაზე შემუშავებული მობილური აპლიკაცია „პოინტერი“ უკვე გაყიდვაშია|/about_us/detail.php?ib=43&id=11784
ახალი პროდუქტი IBS ERP 2.0
ინოვაციური გადაწყვეტილება, მეტი შესაძლებლობა ბიზნესისთვის
ახალი პროდუქტი IBS ERP 2.0|ინოვაციური გადაწყვეტილება, მეტი შესაძლებლობა ბიზნესისთვის|/prducts/progproducts/index.php?id=554
მარშრუტების დაგეგმვის ავტომატიზებული სისტემა
Antor Logistic Master-ი, ამცირებს ხარჯებს საწვავზე 25%-მდე
მარშრუტების დაგეგმვის ავტომატიზებული სისტემა|Antor Logistic Master-ი, ამცირებს ხარჯებს საწვავზე 25%-მდე|/about_us/logistics.php
IBS მაღაზია-საწყობი

„IBS მაღაზია-საწყობი“ პროგრამული პროდუქტია საცალო და საბითუმო ვაჭრობის ავტომატიზაციისთვის, რომელიც შემუშავებულია ბიზნესის მართვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ვინაიდან პროდუქტი უნივერსალურია, მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმატის მაღაზიების სპეციფიკა, მაგალითად ზომის, ფერისა და ხაზის ჭრილში აღრიცხვა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიაში; IMEI კოდებით აღრიცხვა მობილური ტელეფონების სავაჭრო წერტილებში: არასტანდარტულ ზომის ერთეულებში აღრიცხვა საოჯახო პროდუქციის მაღაზიებში და სხვა.

„IBS მაღაზია-საწყობი“ შედგება საცალო გაყიდვების ინტერფეისისა და საოფისე ნაწილისგან, საიდანაც იმართება კომპანიაში მიმდინარე ძირითადი ოპერაციები. საცალო გაყიდვების ერგონომიული ინტერფეისი უზრუნველყოფს ოპერატიულ მომსახურებას, რაც ქმნის კომფორტულ გარემოს მაღაზიის სტუმრებისთვის.

იმის მიუხედავად აქვს თუ არა კომპანიას ფილიალები, „IBS მაღაზია-საწყობი“ უზრუნველყოფს სავაჭრო პროცესების აკუმულირებას ერთ სისტემაში, რაც განაპირობებს ბიზნესის მართვის მაღალ ეფექტურობას. პროგრამასთან ინტეგრირებულია ყველა სავაჭრო მოწყობილობა, რომელიც საჭიროა მაღაზიების მოხერხებული მუშაობისთვის. გამოირჩევა ფართო სააღრიცხვო და ანალიტიკური შესაძლებლობებით.