ექსკლუზიური შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
"IBS მაღაზია-საწყობი" და "IBS დისტრიბუცია" კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა
ექსკლუზიური შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის|"IBS მაღაზია-საწყობი" და "IBS დისტრიბუცია" კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა|/about_us/detail.php?ib=43&id=11732
სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის მობილური პროგრამა
Android-ის პლატფორმაზე შემუშავებული მობილური აპლიკაცია „პოინტერი“ უკვე გაყიდვაშია
სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის მობილური პროგრამა|Android-ის პლატფორმაზე შემუშავებული მობილური აპლიკაცია „პოინტერი“ უკვე გაყიდვაშია|/about_us/detail.php?ib=43&id=11784
ახალი პროდუქტი IBS ERP 2.0
ინოვაციური გადაწყვეტილება, მეტი შესაძლებლობა ბიზნესისთვის
ახალი პროდუქტი IBS ERP 2.0|ინოვაციური გადაწყვეტილება, მეტი შესაძლებლობა ბიზნესისთვის|/prducts/progproducts/index.php?id=554
მარშრუტების დაგეგმვის ავტომატიზებული სისტემა
Antor Logistic Master-ი, ამცირებს ხარჯებს საწვავზე 25%-მდე
მარშრუტების დაგეგმვის ავტომატიზებული სისტემა|Antor Logistic Master-ი, ამცირებს ხარჯებს საწვავზე 25%-მდე|/about_us/logistics.php
IBS ბუღალტერია

პროგრამული პროდუქტი “IBS ბუღალტერია” არის ინტეგრირებული სააღრიცხვო სისტემა, რომელიც შემუშავებულია ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპებისა და ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად. პროდუქტის გამოყენება წარმატებით არის შესაძლებელი სხვადასხვა მასშტაბის კომპანიებში. ინტეგრირებულია "ბიდიო სოლუშენსის" სავაჭრო („IBS დისტრიბუცია“, „IBS მაღაზია-საწყობი“) და საკადრო აღრიცხვის პროგრამებთან („IBS პერსონალი“).

“IBS ბუღალტერია”, განსხვავებით სხვა საბუღალტრო პროგრამებისგან, გამოირჩევა მრავალმხრივი შესაძლებლობებით, რაც განაპირობებს როგორც სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების წარმოებას, ისე გაფართოებულ აღრიცხვას დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებით.

პროგრამაში არსებული რეპორტინგის სისტემა გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და აწყობის ფართო შესაძლებლობებით. კომპანიის მმართველი გუნდისთვის “IBS ბუღალტერია” მნიშვნელოვანი დასაყრდენია საქმიანობის ოპერატიული შეფასებისა და მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად.

პროგრამა წარმატებით გამოიყენება პროფესიონალი ბუღალტრების მიერ და მუდმივად უმჯობესდება მათი პრაქტიკული რეკომენდაციების საფუძველზე.